ამბავი ერთი ხელნაწერისა

ამბავი ერთი ხელნაწერისა

ამბავი ერთი ხელნაწერისა, ქართულბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერი სანკტ-პეტერბურგის კოლექციიდან

აღწერა:

ავტორი: ეკა დუღაშილი; ნინო ქავთარია გამოცემის წელი: 2012 აღწერა: ქართული მწიგნობრობისა და მხატვრული აზროვნების უნიკალური ნიმუში – XV-XVI საუკუნეების ქართულ-ბერძნული ხელნაწერი რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერი შინაარსით ლიტურგიკული კრებულია. შეიცავს ორენოვანი – ქართული და ბერძნული – ტექსტების თავისებურ ერთიანობას. ტექსტი მოიცავს სახარებისეულ საკითხავებს, ტროპარებს, სავედრებელ ლოცვებს, თვენს, მაცხოვრისა და ავგაროზ მეფის მიმოწერის აპოკრიფულ ისტორიას. ტექსტის ძირითადი ნაწილი ქართულია, ნაწერია ორ სვეტად, ნუსხურად. ტროპარები, სავედრებელი ლოცვები და ცალკეული საკითხავები კი ბერძნულ ენაზეა. ქართულ-ბერძნული ხელნაწერის მხატვრული ანსამბლი ექვსი რთული შედგენილობის ციკლისგან შედგება. Pპირველ სერიაში გაერთიანებულ მინიატიურათა რიგი სახარებისეულ საკითხავებს მოსდევს და ქრისტოლოგიურ სიუჟეტებს მოიცავს. მეორე სერიაში ტროპარების ბერძნულენოვან ტექსტს ძველი აღთქმ- 543 ისეული სიუჟეტები, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ცალკეულ დღესასწაულთა ამსახველი სცენები და წმინდანთა გამოსახულებები შემოწერს. Mმესამე სერიაში წარმოდგენილია გამოსახულებების რიგი წმინდანებსა და შესაბამის თვეთა პერსონიფიკაციები; მეოთხე სერია თავისი შედგენილობით უნიკალურია. მეხუთე სერია ქრონოლოგიურ რიგზე გაწყობილი თვენის დასურათებულ ციკლს მოიცავს; მეექვსე სერია განკურნებათა და სასწაულთა თოთხმეტ სცენას აერთიანებს. ქართულ-ბერძნული ხელნაწერის შედგენილობაში და გაფორმებაში ნათლად აისახა იმდროინდელი ქრიატიანული სამყაროს მხატვრული გემოვნება, ტრადიციისადმი ერთგულება, იკონოგრაფიული და სტილური თავისებურებანი და ის ძიებები, რომლებიც ლიტერატურულ და მხატვრულ შემოქმედებას წინსვლისკენ უბიძგებდა.

1
8.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია