საიტის წესები და პირობები

 

საიტზე შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. შეკვეთის განხორციელებისას მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და მისამართი სადაც გსურთ შეკვეთის მიღება. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია.

 

პროდუქციის აღწერილობა

პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს. შესაძლებელია პროდუქტი ვიზუალურად განსხვავდებოდეს ვებ გვერდზე განთავსებული ფოტომასალისგან.

 

შეკვეთა

შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში, გადაამოწმებს შეკვეთას, შეკვეთის დადასტურების შემდეგ კი მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, დაანგარიშება ხდება საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილი ტარიფებით. მიწოდების მაქსიმალური ვადა შეკვეთიდან მესამე/მეხუთე სამუშაო დღე.

 

შეკვეთის გაუქმება - თანხის დაბრუნება

მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ

შეკვეთის დადასტურებამდე მომხმარებელი უარს განაცხადებს შესყიდვაზე.

 

ცენტრი თანახმაა უკან დაიბრუნოს/გადაცვალოს ნივთი, თუ:

 

ა) შეძენილი ნივთი აღმოჩნდა წუნდებული და ეს წუნი არის საწარმოო ან სტამბური. ხელმეორედ  ტრანსპორტირების ხარჯებს ანაღზღაურებს მაღაზია

ბ) ნივთი ჩაბარდა დაზიანებულ მდგომარეობაში, მხოლოდ იმ შემთვევაში თუ წუნი აღმოჩნდა ჩაბარებისთანავე. ნივთი უნდა იქნეს გამოგზავნილი უკან დაუყოვნებლივ იმავე კურიერის მიერ. ხელმეორედ ტრანსპორტირების ხარჯს ანაზღაურებს მაღაზია.

გ) ნივთი გაიგზავნა შეცდომით და არ შეესაბამება შეკვეთას. ხელმეორედ ტრანსპორტირების ხარჯს ანაზღაურებს მაღაზია.

დ) ასევე ნივთის გადაცვლა შესაძლებელია ცენტრის მაღაზიაში, მხოლოდ იგივე ღირებულების ნივთში ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

შეძენა/ყიდვა

შეძენის დროს საჭიროა შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება: საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ: თქვენ გაქვთ უფლება გამოიყენოთ აღნიშნული ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

 

კონტაქტი

კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: store@manuscript.ge