ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.)

ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.)

სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია V

აღწერა:

გამოცემის თარიღი: 2018 წელი; აღწერა: ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა შესწავლა საშური საქმეა. ამ მხრივ ქართული ისტორიოგრაფია მდიდარია საინტერესო გამოკვლევებით ამილახვრების, ციციშვილების, ბარათაშვილების, წერეთლების, გერმანოზიშვილების, დადიანების და სხვა ფეოდალური სახლების შესახებ. ქსნის ერისთავთა საგვარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. ამ გვარის წარმომადგენლებმა დიდი კვალი დაამჩნიეს ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ცხოვრებას. ისტორიკოსი ვ. ქენქაძე ამ საერისთავოს (ამჟამინდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) მკვიდრია და არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა ამ გვარის, და საერთოდ, საერისთავოს ისტორიას. მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია ავტორის მონოგრაფიამ `ქსნის ერისთავები. ამჟამად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მკითხველს სთავაზობს სამეცნიერო-პოპულარულ ნარკვევს `ქსნის ერისთავიანთ ქალების~, მეორე, გადამუშავებულ გამოცემას, რომელშიც საინტერესოდ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ამ საგვარეულოს წარჩინებული ქალებისა, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ თავის სახელოვან მამებს, ძმებს, მეუღლეებსა და მამამთილებს. წიგნი საინტერესოდ იკითხება, შეიცავს დღემდე უცნობ საარქივო მასალას და ნამდვილად აღძრავს მკითხველის ინტერესს.

წონა

ავტორი

ISBN

ISSN

0.539

ვიტალი ქენქაძე

978-9941-9563-3-1

2587-4616

1
10.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია