რედაქტორი - ზაზა სხირტლაძე გამოცემის წელი - 2019 აღწერა - შალვა ამირანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მრავალჯერ დაიწერა და მომავალ- შიც დაიწერება. იმედია, გამოიცემა სწავლულისა და საზოგადო მოღვაწის არქივში დაცული მასალებიც. ამჯერად, მისი დაბადების 120-ე წლისთავთან დაკავშირებით, გადაწყდა მისი ნარკვევების თავმოყრა და კრებულის სახით გამოქვეყნება. კრებულში გაერთიანებული ნარკვევები ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული. ამგვარი პრინციპი ნათლად წარმოაჩენს მკვლევრის მიერ განვლილ გზას, რომელიც მოიცავს დაახლოებით ხუთ ათწლეულს – ფაქტობრივად, შალვა ამირანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის სრულ პერიოდს, ამასთან, ასახავს მის მრავალმხრივ ინტერესებს, მახვილ ხედვას და საკვლევისადმი მრავლისმომცველ მიდგომას. კრებულში შესულია როგორც მკვლევრის მიერ სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული სტატიები, ისე ის ნარკვევები, რომლებიც გამოუცემელი დარჩა და ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შალვა ამირანაშვილის პირად არქივშია დაცული. ეს მისი ადრეული ნაშრომებია; ისინი იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ბევრი რამ, რაც ქართული ხელოვნების ისტორიულ გეზს უკავშირდება, ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი, გარკვეული და ერთიან სურათად ჩამოყალიბებული. ასეთ პირობებში ყურადღებას იქცევს ჯერ კიდევ სტუდენტის, ხოლო შემდგომ – ახალგაზრდა სწავლულის ყოვლისმომცველი ხედვა, ისევე, როგორც მრავალმხრივ საინტერესო დაკვირვებები და დასკვნები. კრებულში ილუსტრაციები ნარკვევების მხოლოდ ნაწილს ერთვის. ასეა თავდაპირველ პუბლიკაციებშიც, რომლებშიც ბეჭდვის საკმაოდ დაბალი ხარისხი შეუძლებელს ხდის ფოტოების განმეორებით გამოყენებას. წინამდებარე კრებულის მომზადებისას მოხერხდა დედნებში არსებული ფოტოების მხოლოდ გარკვეული ნაწილის ჩანაცვლება ანალოგიური ასახულობებით, ამის გამო ზოგიერთი ნარკვევისათვის დართული საილუსტრაციო მასალა რამდენადმე სხვაობს თავდაპირველ პუბლიკაციებში წარმოდგენილი ილუსტრაციებისგან.
წონა
ავტორი
ISBN