სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია X
რედაქტორი: ლანა გრძელიშვილი; გამოცემის წელი: 2019; აღწერა: მოკლე ისტორიული ნარკვევი ძველი თბილისის შესახებ, რომელიც მოიცავს პერიოდს, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძველესი დასახლებებიდან, ვიდრე XIX საუკუნემდე. ავტორი მიმოიხილავს ისტორიულ ფაქტებს და თანამედროვე მეცნიერთა აღმოჩენებს, რომელთა წყალობითაც, დედაქალაქის წარსული რამდენიმე ათასწლეულით გვიანდელია, საყოველ-თაოდ ცნობილ ლეგენდაში მოთხრობილთან შედარებით, რომლის თანახმადაც, თბილისის დაარსება V საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. წიგნში საკმაო ადგილი ეთმობა საუკუნეების განმავლობაში, ქალაქში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის აღწერას (როგორ იქმნებოდა ახალი უბნები და როგორ ითვისებდა მოსახლეობა ცარიელ ტერიტორიებს). ავტორი აღწერს ეთნიკურად ჭრელი ქალაქის მრავალფეროვან ყოფა-ცხოვრებას, მათი ჩაცმის სტილს, კვების კულტურასა და გართობის საშუალებებს. მოგვითხრობს პროფესიული ორგანიზაციების თანაარსებობისა და ამ ორგანიზაციების სტრუქტურის შესახებ.
წონა
ავტორი
ISBN
ISSN