ავტორი: იზოლდა ჭიჭინაძე რედაქტორი: ნინო ქავთარია გამოცემის წელი: 2018 აღწერა: შუა საუკუნეების ქართულ მინიატურებით გაფორმებულ ხელნაწერებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლიტურგიკული ხასიათის ხელნაწერს ლარგვისის (შუა საუკუნეებში ქსნის საერისთაოს სამონასტრო ცენტრი XIII-XVIIსს) ზატიკის სახეწლწოდებით, რომელიც დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზატიკი, კ.კეკელიძის მითითებით, ის წიგნია, რომელიც შეიცავს უდიდესი დღესასწაულების - აღდგომა -ამაღლება - მარტვილიის საგალობლებს. ლარგვისის ზატიკის მხატვრული გაფორმების შესწავლა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ იგი პრობლემების უფრო ფართო ჭრილში - ლიტურგიკული კოდექსის ზატიკის გაფორმების უფრო ფართო ჭრილში. - ლიტურგიკული კოდექსის ზატიკის გაფორმების მხატვრული თავისებურებები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში, ეროვნული მხატვრული ტრადიციების გამოვლენის დონე მინიატურების შესრულების მანერაში, ასევე დროისათვის დამახასიათებელი სტილისტური სიახლეების გაზიარება ქართული ხელნაწერი წიგნის გაფორმებაში.
ISBN
978-9941-95