რედაქტორი - დალი ჩიტუნაშვილი გამოცემის წელი - 2023 წელი აღწერა - წინამდებარე წიგნში მოთხრობილია ათონის ქართველთა მონასტრის, უძლიერესი კულტურულ-საგანმანათლებლო სკოლის, ისტორია. ათონის ქართველთა მონასტრის შესახებ დიდძალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური ლიტერატურა დაგროვდა. მასზე დაყრდნობით ჩვენ შევეცადეთ ძალზე ზოგად შტრიხებში მოგვეთხრო ათონის ქართველთა მონასტრის ისტორია, წარმოგვეჩინა განსაკუთრებით გამორჩეული ათონელი მოღვაწეების საზოგადოებრივი საქმიანობის მიზანდასახულობა და მათი შემოქმედებით-მთარგმნელობითი მოღვაწეობის არსი და ძირითადი პრინციპები. წიგნში აღნიშნულია ხელნაწერთა ათონური კოლექციის რაობა და ხელნაწერთა ძირითადი მახასიათებლები, საუბარია ათონის ქართველთა მონასტრის მოღვაწეთა როლსა და ავტორიტეტზე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ როგორც ბერძენთა, ისე სხვა უცხოელთა შორის. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე ქართული სამონასტრო კერების ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.
წონა
ავტორი
ISBN