ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 13/2020

ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 13/2020

აღწერა:

მთავარი რედაქტორი - ექვთიმე კოჭლამაზაშვილი გამოცემის წელი - 2022 წელი აღწერა - XIII ტომში პირველად გამოქვეყნდა წმ. იოანე ოქროპირის `დაბადების განმარტების~ თეოფილე ხუცესმონაზონისეული (XI ს.) თარგმანის ტექსტი. იგი ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ავტოგრაფული ხელნაწერით Iვირონ. გეორგ. 29 (ამჟამად ინახება ათონის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლების გამოცემები მთის ქართველთა მონასტერში). პუბლიკაცია ეკუთვნის თამარ ცოფურაშვილსა და თინათინ ცქიტიშვილს. ლიტურგიისმცოდნეობის თემებზე კრებულში დაბეჭდილია ორი სტატია: `ნათლისღების სადღესასწაულო წყალთკურთხევის ლოცვის ატრიბუციისათვის: წმ. გრიგოლ ნაზიანზელის, წმ. გრიგოლ ნოსელისა და წმ. სოფრონ იერუსალიმელის წვლილი წყალთკურთხევის რიტუალის ჩამოყალიბებაში~ და `სამღდელთმთავრო ჟამისწირვის წესი და განგება დიდი ეკლესიისა პოსტათონურ კურთხევათა ერთ კრებულში~ (ორივე – ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა). ჰაგიონომიკის საკითხებს ეძღვნება შემდეგი სტატიები: თამარ მესხის `დაქუეხის განმარტებისათვის~, ექვთიმე კოჭლამაზაშვილის `კაწარეთი~ და `არმაზი – მტერი ითრუჯანისა~. კრებულში ასევე შეტანილია წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა `ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული ანთროპონიმების – ანასუღლისა და იაღის ეტიმოლოგიისა და იდენტიფიკაციისათვის~ (ავტორი თამარ მესხი).

წონა

ISSN

0.878 კგ

1512-1879

1
45.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია