მთის წმინდა გიორგის მონასტერი

მთის წმინდა გიორგის მონასტერი

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა

აღწერა:

გამოცემის წელი - 2023 წელი; აღწერა - მთის წმ. გიორგის მონასტრით, როგორც ისტორიული ძეგლით, ჯერ კიდევ 2008 წელს დავინტერესდი, როდესაც მის ერთ-ერთ საისტორიო საბუთს გავეცანი. ეს ინტერესი უფრო გაღვივდა მონასტრის ამ და სხვა საბუთის შინაარსზე მუშაობისას. მონასტრის შესახებ არსებული მწირი წერილობითი წყაროებისა და ნივთიერი მემკვიდრეობის შეკრების პარალელურად, ვრწმუნდებოდი, რომ საქმე მქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, რომელიც მეცნიერებაში ნაკლებად იყო ცნობილი, ხოლო ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით არც ყოფილა შესწავლილი. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სწორედ ამ უაღრესად საინტერესო, საყურადღებო და ნაკლებად ცნობილი ძეგლის IX/X-XXI საუკუნეების ისტორიის რეკონსტრუქციის მცდელობას, რომელიც 2008-2023 წლებს შორის განხორციელებულ ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და საველე კვლევებს ეფუძნება. წიგნი განკუთვნილია სხვადასხვა სამეცნიერო დარგის სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

წონა

ავტორი

ISBN

1
60.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია