ელენე მეტრეველი – 100

ელენე მეტრეველი – 100

საიუბილეო კრებული

აღწერა:

რედაქტორი - თამარ ოთხმეზური; გამოცემის წელი - 2019; აღწერა - საიუბილეო კრებული უმთავრესად შედგება სტატიებისაგან, რომლებიც მოხსენებების სახით იყო წარმოდგენილი 2017 წლის 13-14 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ მეცნიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. კრებულში ასევე შესულია 2018 წლის 28-30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“ – იმ სესიის მასალები, რომელიც მიეძღვნა ელენე მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავს. კრებულის პირველ ნაწილში შესულია სტატიები, რომლებშიც სხვადასხვა კუთხით არის წარმოჩენილი აკად. ელენე მეტრეველის პიროვნება, მისი სამეცნიერო მოღვაწეობა და ღვაწლი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში. მეორე ნაწილში გაერთიანებული სამეცნიერო სტატიების თემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომლებზეც მეცნიერი წლების განმავლობაში მუშაობდა. წარმოდგენილია კვლევები ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების დარგებში, რომელთა განვითარებაშიც ელენე მეტრეველს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ესენია: ძველი ქართული ფილოლოგია, არქეოგრაფია, კოდიკოლოგია-პალეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა და სხვ.

წონა

ავტორი

ISBN

1
27.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია