ქართული ისტორიული საბუთები XVI საუკუნე ქართლი და სამცხე-საათაბაგო
ტომი შეადგინა და ქართული ტექსტები გამოსაცემად მოამზადა მზია სურგულაძემ, სპარსული ტექსტები მოამზადა თამაზ აბაშიძემ რედაქტორი: ზაალ აბაშიძე, ელენე ცაგარეიშვილი გამოცემის თარიღი: 2016 წელი გვერდების რაოდენობა: 756 გვერდი აღწერა: წინამდებარე ტომით გრძელდება „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის“ პუბლიკაცია. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ XVI საუკუნის ქართლის სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოში გაცემულ ისტორიულ დოკუმენტებს, რომელთა რაოდენობა ორასს აღემატება. ეს რაოდენობა, ცხადია, ძალზე მცირეა საუკუნოვანი პერიოდისათვის, მაგრამ საკმარისია, რათა მეტნაკლებად სრული წარმოდგენა შევიქმნათ იმდროინდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სახელისუფლებო ძალების, სამოხელეო წყობის, მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტებისა და სხვადასხვა კერძო მოვლენათა შესახებ. ტომში შეტანილი ისტორიული საბუთები, მიუხედავად მათი განსხვავებული თემატური შინაარსისა, ქვეყნდება ქრონოლოგიური რიგითობით. გამოცემა მომზადებულია უპირატესად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული კოლექციების ბაზაზე. გარდა ამისა, წიგნში მასში შეტანილია აგრეთვე რამდენიმე საბუთი გორის და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმებიდან. სამიოდ საბუთის ფოტოასლი მიღებულია რუსეთის ფედერაციის აზიის ხალხთა ინსტიტუტის სანკტპეტერბურგის განყოფილებაში დაცული კოლექციიდან. გამოცემას ახლავეს ვრცელი ბიბლიოგრაფია; პირთა, გეოგრაფიულ, სატომო, საკულტო სახელთა, აგრეთვე ტერმინთა და საგანთა საძიებელი; დედნების ფოტოპირები.
წონა
ავტორი
ISBN