ტექსტი გამოსაცემად მოამზადა - ვალერი ასათიანმა; გამოცემის წელი - 2020; აღწერა - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ საარქივო ფონდებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცნობილი მეცნიერის, გრიგოლ წერეთლის ფონდს, რომელიც შეიცავს ჩვენი ცენტრის უძველეს, ბერძნულ ტექსტებს – პაპირუსზე დაწერილს. ეს პაპირუსები ყოველთვის იქცევდა და დღესაც იქცევს მეცნიერთა ყურადღებას. ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა ვალერი ასათიანმა, გრიგოლ წერეთლის ფონდში მიაკვლია არისტოფანეს „ფრინველების“ წერეთლისეულ უცნობ თარგმანს ბერძნულიდან რუსულად. ვფიქრობთ, არისტოფანეს ამ ნაწარმოების გამოქვეყნება დიდი შენაძენია კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტებისა და ზოგადად, ძველი ბერძნული პოეზიის მოყვარულთათვის.
წონა
ISBN
0.529 კგ
978-9941-9730-2-4