ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი III

ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი III

XV საუკუნის მეორე ნახევარი

აღწერა:

შეადგინეს თინათინ ენუქიძე, დარეჯან კლდიაშვილი , მზია სურგულაძემ გამოსაცემად მოამზადა მზია სურგულაძემ ტომი რედაქტორი: მზია სურგულაძე გამოცემის თარიღი: 2014 წელი გვერდების რაოდენობა: 604 გვერდი აღწერა: „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის“ III ტომში თავმოყრილია XV საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიული დოკუმენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ტომის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში მოქცეული საბუთებით მკითხველს საშუალება მიეცემა მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული წარმოდგენა შეიქმნას იმდროინდელ შიდაპოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე, რომლებმაც განაპირობეს ერთიანი ქართული მონარქიის დაშლა. მკითხველი ასევე გაეცნობა იმდროინდლი ქართული სახელმწიფოს სამოხელეო სისტემას, მართლმსაჯულებას, სასამართლო პრაქტიკას, სოციალურ ურთიერთობებს. ტომში შეტანილ საბუთთა კრიტიკულად დადგენილ ტექსტებს ახლავს სრული ბიბლიოგრაფია და წინარე გამოცემების კითხვასხვაობანი. „კორპუსის“ III ტომი დიდ სამსახურს გაუწევს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართ.

წონა

ISBN

1.295 კგ

978-9941-9356-4-0

1
18.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია