(კაკაბაძის სამი თხზულება)
სერიის რედაქტორი - ზაზა აბაშიძე მეექვსე ტომის რედაქტორები - ლანა გრძელიშვილი, აპოლონ თაბუაშვილი წელი - 2024 აღწერა - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სერიის – `ბიბლიოგრაფიული იშვიათობა~ – ფარგლებში გამოსაცემად მომზადდა სარგის კაკაბაძის სამი ნაშრომი: I. `საქართველო ერეკლე II-ს დროს (ისტორიული მონოგრაფია)~; II. `შემოკლებული ისტორია საქართველოსი, ახალი საუკუნეების ეპოქა~; III. `საქართველოს ეკონომიურ ვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში (საზოგადო მიმოხილვა)~. სარგის კაკაბაძის დასახელებული გამოკვლევები, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უმთავრესად ეხება გვიანი ფეოდალური ეპოქის საქართველოს ისტორიას. ამავე დროს, ავტორმა სამივე ნაშრომი გამოაქვეყნა XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოსა და 20-იანი წლების პირველ ნახევარში. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდა მათი ერთ წიგნად გამოცემა.
ISBN
ISSN
978-9941-9851-8-8
2667-9884