ძიებანი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან (მეორე შევსებული გამოცემა)
ავტორი - დავით ნინიძე რედაქტორები - ზაალ აბაშიძე, მაერიამ ლორთქიფანიძე წელი - 2025 წელი აღწერა - მონოგრაფიაში განხილულია დინასტიური ბრძოლისა და ე. წ. `ბატონიშვილობის საკითხის~ ერთ-ერთი მწვავე ფორმა, მისი საინტერესო ეტაპი, რომელიც XIV-XV საუკუნეების საქართველოში `პროვინციის მეფეთა~ ინსტიტუტის სახით არსებობდა. ნაშრომში შესწავლილია `პროვინციის მეფეთა~ სრული ისტორია და მისი მიმართება XIII-XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის გლობალურ პრობლემებთან: XIII საუკუნის `ტეხილის~ არსი, `მრავალმეფიანობა~, ლიხთ-იქითის `მეფეთა~ საკითხი, ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის პროცესის გამომწვევი ადრეული მიზეზები, საქართველოს სამეფოს დაშლა და მასში, `პროვინციის მეფეთა~ ინსტიტუტის როლი, `პროვინციის მეფეთა~ გაქრობის მიზეზები და ა. შ. წიგნი განკუთვნილია, როგორც სპეციალისტების, ასევე, საქართველოს ისტორიითა და ბაგრატიონთა საგვარეულოს წარსულით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
წონა
ავტორი
ISBN