სამეცნიერო მემკვიდრეობა V - რუსუდან გვარამია

სამეცნიერო მემკვიდრეობა V - რუსუდან გვარამია

აღწერა:

გამოცემის წელი - 2026 წელი; სერიის რედაქტორები - თამარ ოთხმეზური, მზია სურგულაძე სარედაქციო კოლეგია - ზაზა აბაშიძე, ალექსანდრე ბოშიშვილი, შალვა გლოველი, ეკა დუღაშვილი, დარეჯან კლდიაშვილი, მაია მაჭავარიანი, ნუგზარ პაპუაშვილი, ნინო ქავთარია, ლელა შათირიშვილი, დალი ჩიტუნაშვილი, ნესტან ჩხიკვაძე, მეხუთე ტომის რედაქტორები - ლიანა სამყურაშვილი, ევგენი ჭანიშვილი. აღწერა - სერია – „სამეცნიერო მემკვიდრეობა“ – მკითხველს წარუდგენს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოღვაწე იმ მკვლევართა სტატიებს, რომლებმაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში. წინამდებარე ტომში თავმოყრილია ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, არაბისტის და ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) პირველი თაობის გამორჩეული წარმომადგენლის, რუსუდან გვარამიას სამეცნიერო სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში, კრებულებსა და ენციკლოპედიებში; კრებულში შეტანილია მონოგრაფიული გამოცემების („სინა-რაითის მამათა მოსრვის“ არაბულ-ქართული ვერსიები“, „იოანე ოქროპირის ცხოვრების“ ძველი ქართული თარგმანი“) გამოკვლევები; მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე წიგნში პირველად ქვეყნდება რუსუდან გვარამიას რამდენიმე გამოუქვეყნებელი ადრეული ნაშრომი, მათ შორის სადიპლომო შრომაც, რომლებიც მისმა ოჯახის წევრებმა მოგვაწოდეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, კრებულში შესულია სხვადასხვა გამოცემასა და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული რუსუდან გვარამიას სტატიები მიძღვნილი მასწავლებლებისა და კოლეგებისადმი. კრებულის ყველა სტატიაში უცხოეთის კოლექციებში დაცული ქართული ხელნაწერების ლიტერები მითითებულია თანამედროვე სტანდარტებით.

წონა

ISBN

1.068

978-9941-9979-6-9

1
58.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია