ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები III

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები III

(მეტაფრასული რედაქციები XI - XIII სს.)

აღწერა:

გამოცემის წელი - 2026 წელი; სერიის რედკოლეგია - ზაზა აბაშიძე (სერიის რედაქტორი), შალვა გლოველი (სერიის რედაქტორის მოადგილე), ეკა გოგიჩაიშვილი, ლანა გრძელიშვილი, ვლადიმერ კეკელია, თამარ ოთხმეზური, მზია სურგულაძე, ლელა შათირიშვილი მესამე ტომის რედაქტორი - ნარგიზა გოგიაძე, ლანა გრძელიშვილი აღწერა - სერიით „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოსცემს იშვიათობად ქცეულ ქართულ ფილოლოგიურ, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით, არქეოგრაფიულ ძეგლებს და სამეცნიერო ლიტერატურას. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გაეცნოს XIX-XX საუკუნეების ცნობილ ქართველ მეცნიერთა შრომებს, რომელთა დიდ ნაწილს ახლა მხოლოდ ბიბლიოთეკებში თუ მიაგნებ, ისიც – ერთეულ ეგზემპლარებს. სერია `ბიბლიოგრაფიული იშვიათობა~ დავიწყეთ „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ფოტოტიპური გამოცემით. ამჯერად წარმოგიდგენთ მესამე ტომს, რომელიც თავდაპირველად 1971 წელს გამოიცა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოცემის თავისებურებიდან გამომდინარე, ტექსტის ზოგიერთი ნაწილი, შესაძლოა, ხარვეზიანი იყოს, ვინაიდან ყველაფრის სრულყოფილად აღდგენა ვერ მოხერხდა. თუმცა, თავდაპირველი გამოცემის ბოლოს წარმოდგენილი შენიშვნები წინამდებარე გამოცემაში სრულადაა გათვალისწინებული.

წონა

ISBN

ISSN

0.702

978-9941-9960-8-5

2667-9884

1
25.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია