ძველი მეტაფრაზული კრებული

ძველი მეტაფრაზული კრებული

ნოემბერის საკითხავები

აღწერა:

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ლიანა ახობაძე რედაქტორი - მაია რაფავა გამოცემის წელი - 2020 აღწერა - ნოემბრის მეტაფრასულ საკითხავთა გამოქვეყნებით გაგრძელდა მეტაფრასული თხზულებების ძველი ქართული თარგმანების პუბლიკაცია. წინამდებარე ნაშრომი მესამე წიგნია სექტემბრისა და ოქტომბრის მეტაფრასულ თხზულებათა გამოცემის შემდეგ. ნოემბრის თვის საკითხავების მთარგმნელთა შორის არიან: ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი, არსენ იყალ-თოელი, დავით ტბელი, სტეფანე სანანოჲსძე და სხვ. განსაკუთრებით გამოიკვეთა ეფრემ მცირისა და თეოფილე ხუცესმონაზონის როლი მეტაფრასულ თხზულებათა თარგმნისა და მეტაფრასული კრებულების შედგენის საქმეში. ნაშრომში ძირითად ნუსხად აღებულია ხელნაწერები შ-384 (XI-XII ს.), A-128 (XII-XIII ს.), Aტჰ.-36 (XI ს.), Aტჰ.-37 (XI- ს.). ტექსტთა დასადგენად ყველა ის ნუსხაა გამოყენებული, რომლებშიც შესულია ნოემბრის თვის მეტაფრასული საკითხავები. კრიტიკულად დადგენილ ტექსტებს ერთვის კომენტარები, ლექსიკონი და საძიებლები.

წონა

ავტორი

ISBN

1
40.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია