რედაქტორი - ნინო მელიქიშვილი, მარიამ ჩაჩიბაია გამოცემის წელი - 2017 აღწერა - ნაშრომი წარმოადგენს სირიულიდან ქართულ ენაზე არაუგვიანეს VIII საუკუნეში თარგმნილ წამების ჟანრის აგიოგრაფიულ თხზულებას. ტექსტი შეიქმნა ბერძნულ ენაზე IV-V საუკუნეებში ანონიმი ავტორის მიერ. იგი დამყარებულია იოანე ოქროპირის ჰომილიასა და იოანე მოციქულის აპოკრიფულ აქტებზე. „წამების“ სირიელმა ავტორმა ბერძნული ტექსტი განავრცო და გაამდიდრა ახალი ცნობებით. ბერძნული ვერსია დღესდღეობით დაკარგულია, ამდენად, მისი სხვაენოვანი თარგმანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გამოცემას ახლავს გამოკვლევა, რომელშიც განხილულია როგორც ქართული ვერსიის, ასევე სირიული ტექსტის შემცველი ნუსხები, შესწავლილია დედნისა და მისი თარგმანის ურთიერთმიმართება, მათი ენობრივი თავისებურებანი. ტექსტს დართული აქვს ქართული და სირიულ-ქართული ლექსიკონები.
წონა
ავტორი
ISBN