წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის თარგმანი (ფოტოტიპური გამოცემა)
გამოსაცემად მოამზადა - ზაზა სხირტლაძემ გამოცემის წელი - 2022 წელი აღწერა - მცირე სვინაქსარის გამოცემა ფოტოტიპიურია – შესაბამისად, მკითხველს ეძლევა საშუალება, თავადვე იხილოს ხელნაწერის ყველა დეტალი. ნუსხის გვერდთა ფოტოების პარალელურად წარმოდგენილია შესაბამისი ტექსტი მხედრულით, თუმცა მხედრული ტრანსლიტერაცია არ არის ნუსხური ტექსტის უცვლელი გამეორება: იგი გამართულია პუნქტუაციის თანამედროვე წესების მიხედვით, ორთოგრაფიულად, დასმულია სტრიქონთა გამყოფი ნიშნები, ქარაგმები გახსნილია, გადამწერის მიერ დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომა – გასწორებული. გამოცემაში უცვლელადაა დატოვებული პირთა და გეოგრაფიული სახელები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), სიტყვათა პარალელური დაწერილობები, აგრეთვე ეპოქისთვის დამახასიათებელი ცოცხალი მეტყველების ამსახველი გადახვევები სალიტერატურო ენის ნორმებიდან. ტექსტში შესწორებული ყველა ფორმის ხელნაწერისეული იკითხვისი ასახულია სქოლიოებში. იქვე მიეთითება მცირე სვინაქსარის ბიბლიური საკითხავებისა და ციტატების წყაროები. სქოლიოებში ასევე წარმოდგენილია კოდიკოლოგიური ხასიათის ცალკეული შენიშვნებიც. გამოცემა მცირე სვინაქსარის დღეისათვის არსებულ ერთადერთ ნუსხას ეფუძნება.
წონა
ISBN
1.779
978-9941-9811-1-1