ივანე ნანუაშვილი
არქივი დაამუშავა, აღწერილობა გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებელი დაურთო შორენა მურუსიძემ სერიის მთავარი რედაქტორი - ეთერ ქავთარაძე ტომის რედაქტორი - ქეთევან ხითარიშვილი წელი - 2024 აღწერა - წინამდებარე ნაშრომი იბეჭდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სერიით `პირადი არქივების აღწერილობა~. ივანე ნანუაშვილის პირადი საარქივო ფონდი მოიცავს 1332 ერთეულს. მასალა თემატურად მრავალფეროვანია. არქივში დაცულია ივანე ნანუაშვილის ბიოგრაფიის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტები, ფოტოები, მიმოწერა, აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ის ემიგრანტთა გაერთიანებისა და მათში ქართველების მონაწილეობის ამსახველი მასალა. ასევე – აშშ-ის ქართული სათვისტომოს, სან-ფრანცისკოს ქართული კერის, აშშ-ში არსებული ქართული ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაციების დოკუმენტები. საარქივო მასალა, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდით თარიღდება. ივანე ნანუაშვილის ფონდში დაცული დოკუმენტები ახალ და საყურადღებო ფაქტებს შეიცავს, ავსებს და სრულყოფს ქართული ემიგრაციის ისტორიასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.
ISBN
ISSN
978-9941-9917-4-5
1987-5304