რედაქტორი - აკად. ავთანდილ არაბული გამოცემის წელი - 2022 წელი აღწერა - გამოცემა წარმოადგენს მეცნიერულ კვლევას წმიდა გაბრიელ მცირის კრებულისა `გ¢რგ¢ნი~. მასში დადგენილია `გ¢რგ¢ნის~ ავტორის ვინაობა; კვლევაში წარმოდგენილია `გ¢რგ¢ნის~ შემცველი 44 ნუსხის აღწერილობა; მითითებულია ამ ნუსხათაგან რომელია ავტოგრაფული, გამოკვეთილია ავტოგრაფულ ტექსტთა მთავარი მახასიათებლები, გამოვლენილია `გ¢რგ¢ნის~ ავტოგრაფულ და არაავტოგრაფულ ტექსტებს შორის სხვაობები; შესწავლილია ორთოგრაფიის, გრამატიკული ფორმებისა და გრაფემების გამოყენების თავისებურებები; წარმოდგენილია გრაფემებისა და ქარაგმების ცხრილი; დადგენილია კრებულ `გ¢რგ¢ნში~ შემავალ თხრობათა წარმომავლობა. დადგენილია გაბრიელ მცირის არაერთი ბიოგრაფიული დეტალი: დაბადების, მონასტერში მისვლის, მონაზვნად აღკვეცის, იეროდიაკონობისა და მღვდლად კურთხევის თარიღები; ასევე გარემოებანი, თუ რატომ იყო იგი მონასტრიდან გამოსული მოწამეობრივად აღსრულებისას და როდის შერაცხეს იგი წმიდანად. ხსენებული ბიოგრაფიული დეტალების გარდა, წარმოჩენილია არაერთი სხვა ფაქტი: წმიდა გაბრიელის სასწაულებრივი განკურნება, მის მიერ წმიდა საფლავთა მონახულება, მისი ურთიერთობა მეფესთან, მის მიერ სიწმიდეების მოლოცვა, ვინ იყვნენ მისი მოძღვრები, ჰყავდა თუ არა მას სულიერი შვილები და სხვა.
წონა
ავტორი
ISBN