ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი

ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი

(თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი)

აღწერა:

რედაქტორი - მზია სურგულაძე გამოცემის წელი - 2023 წელი; აღწერა - `ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი~ თეთრიწყაროს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 350-მდე ლაპიდარულ წარწერას მოიცავს, რომელთა ნაწილი პირველად წინამდებარე წიგნში ქვეყნდება. წარწერათა ქრონოლოგია V-XVIII საუკუნეებით განისაზღვრება. შესავალ ნაწილში მოცემულია ქვემო ქართლის წარწერების შესწავლის ისტორია, მათი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი, პალეოგრაფიული ასლები, გრაფიკული მონახაზები თუ შავ-თეთრი ფოტოები, რაც კორპუსს პალეოგრაფიულ და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ნაშრომს დართული აქვს პირთა და გეოგრაფიულ სახელთა, ასევე, ტერმინთა და საგანთა საძიებლები. კორპუსი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სპეციალისტებს – ეპიგრაფიკოსებს, ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ., ასევე, ქვემო ქართლის წარსულით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

წონა

ავტორი

ISBN

1
55.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია