ვახტანგისეული რედაქცია
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. გამოცემის წელი - 2020; აღწერა - წიგნი აგრძელებს ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქციის პუბლიკაციას, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VIის ინიციატივითა და მის მიერვე ჩამოყალიბებული „მეცნიერ კაცთა“ კომისიის ძალისხმევით შეიქმნა. წინამდებარე მესამე ტომი ეთმობა აღნიშნული რედაქციის ბოლო ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია XIV-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია, აგრეთვე, ამ ვახტანგისეული რედაქციის გადაკეთებულ ვერსიას, რომელიც გვიანდელი ხანის სხვა ავტორს ეკუთვნის.
წონა
ISBN
0.683
978-9941-9704-8-1