ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 12/2020

ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 12/2020

აღწერა:

მთავარი რედაქტორი - ექვთიმე კოჭლამაზაშვილი გამოცემის წელი - 2022 წელი აღწერა - სერიის XII ტომის დიდი ნაწილი ეთმობა წმ. მაქსიმე აღმსარებლის ერთი უმნიშვნელოვანესი მისტიკურ-თეოლოგიური თხზულების – `თალასესადმი კითხვა-მიგების~ – ძველქართული თარგმანის პუბლიკაციას. ეს თხზულება შუა საუკუნეებში ორჯერ ითარგმნა ქართულად. პირველი თარგმანი ეკუთვნის ეფთვიმე მთაწმიდელს (+1028), რომელსაც იგი მნიშვნელოვანი ცვლილებებით უთარგმნია, მეორე თარგმანი კი ანონიმურია და XII საუკუნის გელათური ლიტერატურული სკოლის უცნობ მთარგმნელს შეუსრულებია. ეს ძეგლი ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით (ქუთაისის ისტორიული მუზეუმის #14). `ქრისტიანულ-არქეოლოგიურ ძიებათა~ XII ტომში ამ გელათური თარგმანის ტექსტი არის წარმოდგენილი. ტექსტის პუბლიკაციას ერთვის ექვთიმე კოჭლამაზაშვილის ვრცელი გამოკვლევა (გვ. 7-219). კრებულში შეტანილია ამავე ავტორის სამი სხვა სტატია (`ადამიანური ბუნება თუ კაცობრივი ბუნება?~, `თოთხმეტმარცვლიანი სალექსო საზომით გამართული მინაწერი ნოვგოროდის მუზეუმში დაცულ ქართულ ენკოლპიონზე~, `ვეფხისტყაოსნის ლექსიკიდან – ტერება~), ასევე დეკ. ილია ჭიღლაძის `მიტროპოლიტისა და მთავარეპისკოპოსის წოდებათა ისტორიისათვის~ და ნათია ნაცვლიშვილის `აკაკი ჭანტურიასა და ვალენტინა კუფტინას მიმოწერა მუსიკალურ საკრავ ლარჭემის შესახებ~.

წონა

ISSN

0.945 კგ

1512-1879

1
50.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია