ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 7/2014

ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი - 7/2014

აღწერა:

მთავარი რედაქტორი - ექვთიმე კოჭლამაზაშვილი; გამოცემის წელი - 2023 წელი; აღწერა - VII ტომი რამდენიმე წლის წინათ უკვე მზად იყო გამოსაცემად, მაგრამ მისი დაბეჭდვა აქამდე ვერ მოხერხდა მიზეზთა გამო. კრებულში პირველად ქვეყნდება ასკეტური ლიტერატურის სამი დიდმნიშვნელოვანი ძეგლი (ძველქართული ვერსიები): წმ. მაქსიმე აღმსარებლის „ოთხასეული“, წმ. მაქსიმესივე კითხვა-მიგება ლმობიერებისათვის და წმ. მარკოზ განშორებულის ყველა ის თხზულება, რომლებიც ძველქართულად უთარგმნიათ. თითოეულ ამ პუბლიკაციას ერთვის გამოკვლევები (ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა). ლიტერატურისმცოდნეობითი სტატია − „ეტაპობრიობა ეფთვიმე მთაწმიდელის მთარგმნელობით მოღვაწეობაში“ (ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა) გვაცნობს ახალგამოვლენილ მასალებს წმ. ეფთვიმეს ლიტერატურული მუშაობის დასახასიათებლად, ხოლო კოდიკოლოგიური ნარკვევი „ეფთვიმე მთაწმიდელის რჩევით გამოკრებულნი“ (მისივე) იმავე თემის გაღრმავებას წარმოადგენს სამი ხელნაწერით ჩვენამდე მოღწეული ერთი ლიტერატურული კრებულის მაგალითზე. სტატიაში მოცემულია ამ სამი ხელნაწერის (ხეც A-57, ხეც A-116, ხეც S-1595) პარალელური აღწერილობა. დაბოლოს, „ძიებათა“ VII ტომში დაბეჭდილია ვახტანგ გოილაძის სტატია მარზპანთა ინსტიტუტის შესახებ: „უმეფობის ხანის (537-555) ქართლ-ალბანეთის მარზპანები“.

წონა

ISSN

0.798 კგ

1512-1879

1
50.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია