ბიბლიოგრაფიული იშვიათობა I
რედაქტორები - ნარგიზა გოგუაძე, ლანა გრძელიშვილი; გამოცემის წელი - 2020; აღწერა - „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“ 1960-იან წლებში გამოცემული კრებულებია. გამოცემა კრიტიკულია. შესწავლილია ძეგლთა არსებული ნუსხები, რომლებიც გამომცემელთათვის ხელმისაწვდომი იყო. ტექსტი გამართულია ხელნაწერთა მონაცემების მიხედვით. ნუსხათა წაკითხვა-სხვაობანი სქოლიოებად ერთვის ტექსტს. ამჟამად აღნიშნული წიგნები ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, თუმცა ღირებულებიდან და ფილოლოგიურ-ისტორიულ მეცნიერებათა სფეროში მომუშავე თუ დაინტერესებულ პირთა საჭიროებიდან გამომდინარე, მეტად მოთხოვნადია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეიქმნა გამოცემის სერია „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“. სწორედ ამ სერიით იბეჭდება აღნიშნული კრებულის I და II ტომები. პირველ წიგნში შედის ორიგინალური ქართული ძეგლები, რომლებიც ეკუთვნის უძველეს პერიოდს (V-X სს.), მეორე წიგნში – ამ ჟანრის მწერლობის ძველი პერიოდის (XI-XV სს.) ძეგლები.
წონა
ავტორი
ISBN
ISSN