ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი IV

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი IV

ძირთა ინდექსი

აღწერა:

რედაქტორი - ნარგიზა გოგუაძე; გამოსაცემად მოამზადა - ლიანა ახობაძე, ნარგიზა გოგოუაძე, მანანა კვაჭაძე, ნინო ნატრაძე; გამოცემის წელი - 2020; აღწერა - "ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების"~ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული "ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების"~ ოთხი ტომის მასალას. სიმფონია-ლექსიკონის შედგენაზე წლების მანძილზე მუშაობდნენ: ნინო ადამია, ლიანა ახობაძე, ენრიკო გაბიძაშვილი, ეფემია გვრიტიშვილი, ბაქარ გიგინეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი, ნარგიზა გოგუაძე, მანანა დვალი, მანანა კვაჭაძე, გულნაზ კიკნაძე, ნინო მელიქიშვილი, ნინო ნატრაძე, გულნარა ნინუა, მაია რაფავა, ზურაბ სარჯველაძე, ნინო შალამბერიძე, მზექალა შანიძე, მაია ჩხენკელი, უჩა ცინდელიანი. სიმფონია-ლექსიკონი შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები. მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი (ეს სიტყვები ვარსკვლავითაა აღნიშნული). სიმფონია-ლექსიკონი გამოდის ნაკვეთებად.

წონა

ავტორი

ISBN

1
20.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია