ბასილი ანკვირიელის და მისი თხზულების ქართული თარგმანი

ბასილი ანკვირიელის და მისი თხზულების ქართული თარგმანი

აღწერა:

ავტორი: ლელა შათირიშვილი რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე გამოცემის თარიღი: 2016 წელი აღწერა: გამოცემაში წარმოგდგენილია IV საუკუნის ბიზანტიელი ავტორის, ანკრიის ეპისკოპოსისა და ყოფილი ექიმის, ბასილი ანკჳრიელის, თხზულების „ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათჳს“ ქართული თარგმანი. თხზულება თეოლოგიური და სამედიცინო ცოდნის საფუძველზე აგებული ტრაქტატია. გამოცემა საყურადღებოა მათთვის, ვისაც სიღრმისეულად აინტერესებს ქრისტიანული აზროვნების ისტორია. წიგნის ავტორი საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იღებს და საით წარმართავს ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყარო ადამიანის შეცნობის, მისი ბუნების სრულყოფის თემაზე არსებულ ცოდნას. შესაბამისად, მასში განხილულია მედიცინის ისტორიის საგულისხმო საკითხებიც. ავტორის მიზანია ბიზანტიური სივრცის ზოგადკულტურული პროცესების ფონზე განიხილოს ქართული სალიტერატურო ენისა და მწერლობის განვითარების, საქართველო-ბიზანტიის კულტურული ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები. ავტორი საგანგებოდ წარმოაჩენს XI საუკუნის ქართველი მოღვაწის, გიორგი ათონელის, უმთავრეს მთარგმნელობით პრინციპს – ქართული ენის ბუნების, მისი სტრუქტურის შეურყვნელად მიაღწიოს სათარგმნი ტექსტის შინაარსობრივსა თუ ტერმინოლოგიურ სიზუსტეს. წინამდებარე წიგნში განხილულ საკითხთა ფართო სპექტრი წარმოდგენილია სამ მონაკვეთად. გამოკვლევას ერთვის ტექსტი ლექსიკონითა და სრული სამეცნიერო აპარატით. შრომა შესრულებულია ქართული ხელნაწერთმცოდნეობისა და ისტორიულ – ფილოლოგიური მეცნიერების ტრადიციული აკადემიზმით. იგი დიდ სარგებლობას მიუტანს არა მხოლოდ შუა საუკუნეების ქართული მწერლობის მკვლევრებს, არამედ იმ ახალგაზრდებსაც, რომელნიც მზად არიან დაიცვან და იკვლიონ ქართული წერილობითი კულტურული მემკვიდრეობა.

წონა

ავტორი

ISBN

1
8.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია