ქრისტიანულ არქეოლოგიური ძიებანი 11/2019

ქრისტიანულ არქეოლოგიური ძიებანი 11/2019

აღწერა:

მთავარი რედაქტორი – ექვთიმე კოჭლამაზაშვილი; გამოცემის წელი - 2019; აღწერა - სერიის მე-11 ტომი შეიცავს ძიებებს ქრისტიანული მწერლობის, ხელოვნების, ეკლესიის ისტორიის, ლიტურგიკისა და ჰაგიონიმიკის დარგებიდან. კრებულის მოცულობის უდიდესი ნაწილი უკავია ე. კოჭლამაზაშვილის მონოგრაფიას: „წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით წარწერილი ტრაქტატი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ეფთვიმე მთაწმიდელ-ისეული თარგმანი“. ტექსტის პუბლიკაციას ერთვის გამოკვლევა, რომელშიც დასაბუთებულია, რომ „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ ფსევდოეპიგრაფიკული თხზულებაა, ნამდვილად კი იგი IV საუკუნის მისტიკოსს, ევაგრე პონტოელს ეკუთვნის. ამ თხზულების ბერძნული დედანი დაკარგულია. აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ მისი ორი თარგმანი: სირიული და სომხური. ამიერიდან თარგმან-თა რიცხვს ემატება ეფთვიმე მთაწმიდელისეული ბრწყინვალე ქართული თარგმანიც. ე. კოჭლამაზაშვილის ნაშრომში გამორკვეულია ქართული თარგმანის დიდი სიახლოვე სირიულ და სომხურ ვერსიებთან, ასევე, ქართული თარგმანის ტექსტობრივი თავისებურებანი (ლექსიკა, ბიბლიური ციტაცია და სხვ.). აქვე საუბარია ევაგრე პონტოელის კიდევ ერთი თხზულების უცნობი ძველქართული თარგმანის შესახებ რომლის შესწავლასა და გამოქვეყნებას ავტორი მოკლე ხანში ჰპირდება მკითხველს. დეკანოზ ილია ჭიღლაძის სტატიაში შეგვიძლია გავეცნოთ საქართველოს საეკლესიო ღმრთისმსახურებაში სამღდელთმთავრო ბისონისა და მიტრის დამკვიდრების ისტორიას. ე. კოჭლამაზაშვილის სტატია – „თხოვნითი კვერექსის ერთი ფრაზის გაგებისათვის“ – ესაა ტექსტოლოგიური შენიშვნა, რომელიც მიზნად ისახავს კვერექსის ტექსტის ერთი ადგილის დაზუსტებას. ჰაგიონომიკის საკითხებს ეძღვნება ორი სტატია: თამარ მესხის „ოშკის ეტიმოლოგიისათვის“ და ე. კოჭლამაზაშვილის „ნიტრიის მონასტერი ქართლში“. მათში დასაბუთებულია, რომ შუა საუკუნეების ქართულ ჰაგიონიმიკაში გადმოუტანიათ ეგვიპტის სამოღვაწეო ცენტრების – სკიტისა და ნიტრიის სახელები. ქეთევან ბეზარაშვილის სტატია მიმოიხილავს მშვენიერების ცნებას ბიზანტიურ და ძველქართულ ესთეტიკაში (მიქაელ ფსელოსისა და ეფრემ მცირის შემოქმედების მაგალითზე). ხელოვნებათმცოდნე ირაკლი თეზელაშვილი გვთავაზობს შიომღვიმის ლავრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში გამოსახული ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძის) ფრესკული პორტრეტის ხელოვნებათმცოდნეობით შეფასებას. დაბოლოს, ისტორიკოს ოთარ ჟიჟიაშვილის პროსოპოგრაფიული სტატიით ვეცნობით მღვდელ იოანე ჭარმაულის მოღვაწეობასა და მის მცხეთიშვილობის საკითხს.

წონა

ISSN

0.759 კგ

1512-1879

1
22.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია