სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას პირადი არქივის აღწერილობა III
ავტორი: შეადგინეს †მიხეილ ქავთარიამ, მილენა მეტრეველმა და ირმა ხოსიტაშვილმა რედაქტორი: ბუბა კუდავა გამოცემის თარიღი: 2011 წელი გვერდების რაოდენობა: 102 გვერდი აღწერა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ 1978 წელს გადასცა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარდა, საარქივო მასალები ამბროსი ხელაიას შესახებ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის მუზეუმსა და რუსეთში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს როგორც XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ისე თავად კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას უაღესად საინტერესო ცხოვრება-მოღვაწეობის შესასწავლად. აღწერილობას დართული აქვს ამბროსი ხელაიას შესახებ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო მასალის ცნობარი, ასევე სრული ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიტერატურის ისტორიის მუზეუმში დაცული მასალისა და ამბროსი ხელაიას შვილიშვილის, ანა კლდიაშვილის პირად არქივში არსებული წერილების შესახებ. აღწერილობაში მასალა დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ბოლოში ერთვის ამბროსი ხელაიას და მისი ოჯახის წევრების ფოტოები.
ავტორი
ISBN
ISSN