საიუბილეო კრებული
შემდგენლები: ირინე მელიქიშვილი, ლია მელიქიშვილი, ნინო მელიქიშვილი, სოფიო სარჯველაძე გამოცემის წელი - 2019 აღწერა - გამოცემაში წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის მიერ სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი და მის არქივში დაცული მასალა. აქ თავმოყრილია მემუარული ჩანაწერები – ავტობიოგრაფია და მოგონებანი, გამოუქვეყნებელი ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი, მიმოწერა ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან. მონაკვეთში `ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი~ მკითხველი გაეცნობა გიორგი მელიქიშვილის განზოგადებულ მსჯელობას ისტორიის საგნისა და მეთოდოლოგიის შესახებ, მსჯელობას `ფორმაციათა თეორიაზე~, ადამიანის როლზე, როგორც ისტორიის შესწავლის ობიექტზე... წიგნში შეტანილ 1990 წლის ინტერვიუში გიორგი მელიქიშვილთან, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საუბარია საბჭოთა სისტემის ჩამოშლის მიზეზებსა და ამ მიზეზების გააზრებისა და მა- თგან მომდინარე უარყოფითი მოვლენების ბოლომდე გაცნობიერების აუცილებლობაზე. ინტერვიუდან კარგად ჩანს გ. მელიქიშვილის, როგორც მეცნიერისა და ორგანიზატორის, პიროვნება. მეცნიერის არქივში დაცული წერილებიდან წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი – ქართველი და უცხოელი მეცნიერების წერილები, მიწერილი გიორგი მელიქიშვილისადმი სხვადასხვა დროს და, ამდენად, მათი და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ეს წერილები განსხვავებული ასპექტებითაა საინტერესო. წიგნს ბოლოს ერთვის გიორგი მელიქიშვილის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი, პერიოდულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული, რამდენიმე მისალოცი წერილი.
წონა
ISBN
0.745
978-9941-9636-9-8